„პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
სამთავრობო პროპაგანდისტი გიორგი აბაშიშვილი თხზავს ბოდვით კონსპირაციას იმის შესახებ, თუ როგორაა ჩართული “პუბლიკა” სქემაში, რომელშიც მონაწილეობს გერმანიის მთავრობა, ელჩი, ევროპარლამენტი, ევროპის დემოკრატიის ფონდი და ა.შ. და რომ, თითქოს, ამ სქემის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის დახმარების შესახებ.
ამის შემდეგ ერთმანეთის სინქრონულად ამ ბოდვას ანიუსებს სამთავრობო პროპაგანდისტული საშუალებები – “იმედი”, „რუსთავი 2″, “1 არხი”.
თანაც ისე, რომ არცერთ მათგანს არ მოსვლია აზრად, ჩვენთან დაერეკა, პასუხისთვის. თუ ჟურნალისტებად გრძნობენ თავს ისევ, ეს უნდა გაეკეთებინათ, ცხადია.
ამბავი ეხება ჩვენს მიერ მომზადებულ ქარდს, რომელიც ეყრდნობა გერმანიის ელჩის ტვიტს, სადაც აღწერილია, როგორ ეხმარება ევროკავშირი მოლდოვას ფინანსურად გაწევრების პროცესის მხარდასაჭერად. ბატონი პროპაგანდისტი ამბობს, ეგო რანაირი მხარდაჭერაა, სესხია დიდი ნაწილიო.
ჰოდა, ჯერ ერთი ჩვენი ქარდი გერმანიის ელჩის ციტატაა, რომელიც ასევე გააშუქა უამრავმა მედიამ, და ესენი მაინც ჩვენ მოგვახტნენ, და მეორეც, მილიარდნახევარი სესხი რატომაც არაა მხარდაჭერა ვითომ? :))
ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონი პაპუაშვილი დაგვესხა თავს, კონკრეტული აქციის ანონსის გაშუქებისთვის, სისხლის სამართლის დანაშაულს არეკლამებენო.
კი, ორგანიზებულ კამპანიას ჰგავს, რომლის ბოლოც ვიცით როგორია ხოლმე, მაგრამ არ გვეშინია კაცო, გააკეთეთ თქვენი ბინძური საქმე. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ხვლიკის ჯოგები არავის დაუფრთხოთ 




