ბიძინამ ბიუჯეტს 242 მილიონი ლარი მოპარა – ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ბიუჯეტს 242 მილიონი ლარი მოპარა.“
როგორ მოვიპაროთ მილიონები ბიუჯეტიდან?!
როგორ გავხდეთ ქველმოქმედი?! მოდიხარ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, ევროპასთან ინტეგრაციის ლოზუნგებით. იწყებ ქველმოქმედის იმიჯის მორგებას, პარალელურად იპარავ ბიუჯეტიდან სხვადასხვა მანიპულაციებით, არ იხდი გადასახადებს, ჯიბის პარლამენტს აღებინებ ოფშორების კანონს, მარტო იანვარში ნახატების იმპორტის გადასახადებს არ იხდი და ქვეყანას ართმევ 242 მილიონ ლარს. ბიძინას ძალიან ეშინია სანქციების ბიძინა არის ტიპური შულერი, რომელიც საქართველოში ხალხის ბიუჯეტს იტაცებს!, – წერს ხაზარაძე
