ბანკების რეიტინგი საცალო პორტფელით

ბანკების რეიტინგი საცალო პორტფელით
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, მთლიანი დაკრედიტების წლიური ზრდაა 17%Y.Y, -მდეა შემცირებული, 01.01.2025-ის მდგომარეობით (12/2024 – 17.8%). ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
შენელებულია როგორც კორპორაციულის ასევე საცალოლ დაკრედიტების ზრდის ტემპი. მ.შ. მსხვილი ბიზნესის, რომლის წვლილი 4.08%-ია (l/m – 4.48%). იპოთეკის კონტიბუცია 17%-იან ზრდაში 2.48%-ია (L/m – 2.7%).
ყველაზე მზარდი სამომხმარებლო სესხები რჩება, 24.24%-იანი წლიური ზრდით.
მოთხოვნა შემცირებულია, მთლიანად სესხებზე, რომლის ზრდის ტემპი 16.25%-ია (L/m -17.3%) და ბაზარი სებ-ისგან რეკალიბრაციას ელის, რეგულაციების შემსუბუქებას. მ.შ. ახლად ამოქმედებული 500 000 ლარიანი ზღვრის ჩამოწევას, რადგან სავალუტო დაკრედიტების ნიშნული მდგრადი ზრდის კოეფიციენტსაც ჩამოსცდა. 2.6%Y.Y-დან , 0.4%Y.Y-მდე დაიკლო.
სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობა, 500 000 ლარამდე, იანვრიდან შეიზღუდა. მანამდე რეგულაციამ 2 ეტაპი გაიარა, ზღვრის 300 000-მდე და 400 000-მდე აწევით.
ამას წინ უძღოდა სებ-ის რამდენიმე შეზღუდვა და რეკომენდაცია. მ.შ. სესხის საშეღავათო პერიოდის შეზღუდვა (უწინ რომ იყო 6-თვიანი და 3-თვიანი, თუ გახოსვთ). შეღავათიანად არ მიიჩნევა პერიოდი, თუ მისი გასვლის შემდეგ მსესხებლის ტვირთი მძიმდება.
ასევე, სებ-მა გააფრთხილა საბანკო სექტორი, სესხის გაცემისას, ქირიდან შემოსავალი ნაკლებობით გაეთვალისწინა.(ფასის მერყეობის გამო).
ბოლო პერიოდში (საშუალოვადიანი) ერთი შერბილება იყო მხოლოდ, 3 წლამდე ვადაშეკვეცილი სამომხმარებლო სესხის 4 წლამდე დაგრძელვადიანება.
-5 ბანკი საცალო პორტფელით
gbc.ge