ოზურგეთში პიტბულმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა – 2 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

გურია ნიუსის ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა. მათგან უფროსის, 5 წლის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მისი 2 წლის ძმის მდგომარეობა მძიმეა და ის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით თბილისში გადაჰყავთ.
როგორც ადგილობრივები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, უმცროსმა ბიჭმა დაზიანებები თავის არეში მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ცხოველთა პოპულაციის ადგილობრივი ცენტრი ავრცელებს, სადაც დაზუსტებულია, რომ თავდამსხმელი ძაღლი პიტბულის ჯიშისაა.
აქვე, ცენტრი უარყოფს ადგილობრივთა მტკიცებას ძაღლის მიუსაფრობის შესახებ და წერს, რომ სავარაუდოდ, ძაღლი ოჯახში ახლახან მოიყვანეს, ან ის არასათანადო პირობებშია გაზრდილი.
“ძაღლმა, რომელმაც დაკბინა ბავშვები, გადმოყვანილია ჩვენთან!
მისი აყვანა მოხდა ეზოს შიდა ტერიტორიაზე, მაგრამ ოჯახი აცხადებს, რომ ცუგა არის უსახლკარო […]
იმის მიუხედავად, ოჯახი ამბობს, რომ ეს არ არის მათი ძაღლი. აქვე აღვნიშნავ, ეს არ გავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილს, სავარაუდოდ, ცუგა ან ახალ გადმოსმულია, ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა!
საქართველოში გავრცელებული არასწორი აღზრდის და წვრთნის შემდეგ მათში ხორციელდება აგრესია და არასათანადოდ რეაგირებენ ადამიანებზე”. – ვკითხულობთ ცხოველთა პოპულაციის ცენტრის

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა