„წელს დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა 1 დღეში 2 რეისიც კი გამოვაგზავნეთ, იმდენად არის გაზრდილი ტვირთის რაოდენობა“ – Inex Group

ქვეყანაში შემოსული როგორც ონლაინ, ისე პერსონალური ამანათების რაოდენობა, ზოგიერთი ბიზნესოპერატორის შემთხვევაში, გაორმაგებულია. საფოსტო და საკურიერო კომპანიები მიმდინარე 2023 წელს აჯამებენ და ამბობენ, რომ სტატისტიკურ მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი ზრდა აქვთ. მათი თქმით, ქვეყანაში ელექტრონულმა კომერციამ უფრო მეტად მოიკიდა ფეხი, ვიდრე წინა წლებში იყო, შედეგად, მზარდია სექტორის შემოსავლებიც.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inex Group-ის საერთაშორისო მიმართულებების მენეჯერმა სალომე გუბელაძემ განუცხადა, სექტორის საბოლოო შედეგები ჯერ დათვლილი არის, თუმცა, ბიზნესოპერატორებს, მოლოდინი აქვთ, რომ წინა წლის მაჩვენებლებს მკვეთრად გააუმჯობესებენ.
„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, წელს ამანათების რიცხვი 2022 წელთან შედარებით, ფაქტობრივად გაორმაგებულია. ზრდა შეინიშნება ყველა ტიპის ამანათებში. რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე დიდი რაოდენობით ამანათები ჩვენთან ჩამოდის – -დან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან. წელს დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა 1 დღეში 2 რეისიც კი გამოვაგზავნეთ, იმდენად არის გაზრდილი ტვირთის რაოდენობა“,- აღნიშნა Inex Group-ის საერთაშორისო მიმართულებების მენეჯერმა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში, ელექტრონული კომერცია საქართველოში ძალიან გააქტიურებულია – ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ხოლმე საახალწლო პერიოდში.
„ამჟამად, 100 პროცენტიანი დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან საახალწლო ფასდაკლებებიდან გამომდინარე, გამომწერების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. ფიზიკური პირების გარდა, აქტიურობენ კომპანიებიც, რომლებიც სხვადასხვა ნივთების იმპორტს და შემდეგ რეალიზებას ახდენენ“, – განაცხადა Inex Group-ის საერთაშორისო მიმართულებების მენეჯერმა.
ცნობისთვის, 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა თითქმის 153 მილიონი ლარი შეადგინა. წელს ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა