“მაისურები არ ეცვათ და ეჭირათ ჯოხები თეთრი ნაჭრით” – ისრაელი შეცდომით მოკლულ საკუთარ მოქალაქეებზე განმარტებებს აკეთებს

ისრაელის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ღაზაში, შეცდომით მოკლულ ისრაელელ ბიჭებზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
ოფიციალური ცნობებით, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ცეცხლი შემდეგ გარემოებაში გახსნა: “ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი ბიჭები შენობიდან გამოდიოდნენ, ისინი ტანსზემოთ შიშვლები იყვნენ და ეჭირათ ჯოხი, რომელზეც თეთრი ქსოვილი იყო დამაგრებული.
ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ისრაელელმა ჯარისკაცმა ეს სურათი იხილა, “საშიშროება იგრძნო და ცეცხლი გახსნა”.
ისრაელის ცნობით, ორი ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი უკან გაიქცა და შენობაში შევარდა, თუმცა, მოგვიანებით, ისიც გარდაიცვალა.
“[ისრაელელმა] ჯარისკაცებმა გაიგონეს, როგორ ითხოვდა ვიღაც დახმარებას ებრაულად და მეთაურმა მაშინვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება”, – აცხადებენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებში და ირწმუნებიან, რომ სამხედრო პირს ბიჭები ტერორისტები ეგონა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში, ოპერაციის დროს, ისრაელის არმიამ, შეცდომით, ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, დაღუპულია სამი მძევალი – 22, 26 და 28 წლის ბიჭები. შემთხვევას თელ-ავივში საპროტესტო მსვლელობა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დადგა დრო, როდესაც სიმართლემ უნდა იზეიმოს- ამიტომაც უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა

მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება