პარლამენტთან პროტესტი გრძელდება – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, მიუხედავად ამისა, შეკრებილებმა გამზირი მაინც გადაკეტეს.
მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად რამდენჯერმე გაისროლეს პიროტექნიკა.
დღევანდელ აქციას მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ შეკრებილები.
მოქალაქეები უკვე 78-ე დღეა პროტესტის ნიშნად უწყვეტად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი ს დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა