ზაზა ვაშაყმაძე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დღეს „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის” უფროს მეცნიერს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელს, ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის” დამფუძნებელს, ვეიდ კუსაკსა და „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის” თანათავმჯდომარეს, გრეგ მიტჩელს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ტოლერანტული გარემოს შექმნისა და გამყარებისთვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რელიგიათა შორის დიალოგის მნიშვნელობა.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციას, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი” – ორწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ: 2023 წელს მათ ჩაატარეს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „რელიგია და კანონის უზენაესობა”, 2024 წელს კი – „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი