რა საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს საია თემურ ქათამაძეზე? – სპეციალურად სახალხო დამცველისთვის

დღეს თემურ ქათამაძის შიმშილობის 28-ე დღეა. საიას ინფორმაციით, იანვარში გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატს 12 თებერვალს ჩაბარდა.
“აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაწესებულებაში მას უტარებენ მხოლოდ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგს, რაც არ არის საკმარისი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასებისთვის. შიმშილობის ამ ეტაპზე, მოშიმშილე პირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სრულყოფილი სამედიცინო დახმარება, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება. თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ იგი იდევნება თავისი განსხვავებული მოსაზრებების გამო და აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების სტატუსის მოსაპოვებლად. ამასთან, იგი დახმარებისთვის მიმართავს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს. თემურ ქათამაძე მუდმივად უსვამს ხაზს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში დარჩენა და დიასპორისთვის საქმიანობა. ამასთან, მისივე თხოვნით, ადვოკატმა საპატრიარქოსაც მიმართა წერილით, რადგან მას ქრისტიანული წესით მონათვლა სურს.” აცხადებს საია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი