“ეს ომების სერიის დასაწყისი იქნება – დიდი პოლიტიკური ძვრები” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან დიდ პოლიტიკურ ძვრებს ვადევნებთ თვალს. თუკი ში რუსეთმა უპირატესობას მიაღწია და არსებულ ანექსირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ამით დრამატულად ახალ მსოფლიო წესრიგს მივიღებთ. მოდით პუნქტობრივად მივყვეთ და გავაანალიზოთ ისინი:
1. დაპყრობითი ომების დაბრუნება საერთაშორისო პოლიტიკაში – თუკი ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობის ფაქტობრივი პრეცედენტი შეექმნება ეს იქნება ომების, როგორც ტერიტორიული გაფართოების საშუალების საერთაშორისო პოლიტიკაში გრანდიოზული დაბრუნება. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარება შექმნის ფუნდამენტურ პრეცედენტს ევროპის საზღვრების ომით ცვლილების შესახებ. ეს კი ომების სერიის დასაწყისი იქნება ყველგან სხვაგან – ევროპა ყოველთვის იყო მაგალითი სხვებისათვის. ამით კი ყველაზე მეტად უკრაინამ კი არა ჩვენნაირმა პატარა სახელმწიფოებმა შეიძლება იზარალონ, რადგან სწორედ ისინი აღმოჩნდებიან შემდგომი საფრთხის ქვეშ. არც დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან გულხელდაკრეფილები – ისინი დადგებიან ლოგიკური არჩევნის წინაშე – მრავალღერძიან (მრავალპოლუსიან) მსოფლიოში ან გაძლიერდნენ და იპოვონ/შექმნან თავიანთი ღერძი ან დასუსტდნენ და უმნიშვნელო ძალად იქცნენ. პირველ შემთხვევაში მათი მილიტარიზაცია იქნება საჭირო. ეს კი ყოველთვის მშვიდობიანად არ ხდება ხოლმე.
ამასთან, გეოპოლიტიკის მაკინდერისა და სფაიქმანის თეორებს თუ დავუჯერებთ სწორედ ჰართლენდის მოსაზღვრე ტერიტორიები და ე.წ. “შიდა კუნძულია” ყველაზე აქტიურ საომარ ზონად წარმოჩენილი. სწორედ ამ ზონაში ხვდება საქართველოც, უკრაინაც, აღმოსავლეთ ევროპაც. თუმცა რეგიონში მოქმედი ძალებისა და -ს საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველოს გეოპოლიტიკურად შეიძლება უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე უკრაინას. ეს კარგია თუ ცუდი – ჯერ ადრეა თქმა. 2. საერთაშორისო სამართლის დასასრულის დასაწყისი – ომის დანაშაულებისათვის ძებნილი თუკი გადაურჩა დაპატიმრებას და თავისუფლად დაბრუნდა გავლენიან მოთამაშედ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო იქნება უფუნქციო და ღიმილისმომგვრელი ინსტიტუცია, რომელსაც არანაირი გავლენა აღარ შერჩება. ხოლო გენოციდისა და ომის დანაშაულების პრეცედენტის შექმნა სხვა დიქტატორებს დამატებით მოტივაციას მისცემს თავიანთი გენოციდები საწარმოებლად. 3. ჩინური აგრესიული ომების დასაწყისი – თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს ჩინეთისათვის ეს იქნება სიგნალი, რომ დასავლეთი დამარცხებადია, მით უფრო ხანგრძლივი დაწოლის შემთხვევაში. რუსეთი ჩინეთზე სუსტია. და თუ ეს შეძლო რუსეთმა ევროპის ტერიტორიაზე, რატომ ვერ შეძლებს ჩინეთი იმავეს აზიაში? შეეცდება მაინც. ჩინეთი აუცილებლად გაიწევს ტაივანზე, რომლისათვისაც ის აქტიურად ემზადება და ჯერ კიდევ ხუთი წლის წინანდელი ანალიზით 2025-27 წლებში უკვე მზად უნდა ყოფილიყო/არის ის ომისათვის. ტაივანის დაკავების შემთხვევაში ჩინეთს აღარ ექნება არავითარი ფიზიკური კუნძულოვანი ბარიერი, რომელიც წყნარ ოკეანეში გადაადგილებაში შეუშლის ხელს. ჩინეთი აქტიურად აშენებს და ამაგრებს ხელოვნურ კუნძულებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მისი ერთ-ერთი სამიზნე ფილიპინებისა და ვიეტნამის საზღვაო აკვატორიის მიტაცებაა, რასაც დაჩქარებული წესით ახორციელებს. სანამ დასავლეთი გადაეწყობა ახალ რეალობაზე, ჩინეთი შეეცდება საკუთარი პოზიციების იმგვარად გამაგრებას, რომ მისი შეკავება ძალიან რთული იყოს. ჩინეთს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: შეუძლია დაძრას კორეის საკითხიც. მისი წაქეზებით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აგრესიის საფრთხის ზრდასთან ერთად დასავლეთის მხრიდან ფოკუსის რამდენიმე საკვანძო თემაზე გასწორება კიდევ უფრო გართულდება. ეს კი ჩინეთის მოქმედებას მხოლოდ გაამარტივებს. ჩინეთს ძალიან შორს მიმავალი გეგმები აქვს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაშიც. ომის შემდეგ რუსულ-ჩინური ღერძი ნამდვილად არ დაიშლება და პირიქით, გაძლიერდება კიდეც, რადგან ეს ერთგვარ წარმატების ფორმულად იქნება გააზრებული მოსკოვსა და პეკინში. ცხადია, გრძელვადიანად მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ სხვები ჰყავთ უფრო მნიშვნელოვან მეტოქეებად, მანამ ერთმანეთთან ყოფნა უფრო მეტად მისაღები იქნება. 4. რუსული საბოტაჟები, ულტიმატუმები და ომები – ომისაგან გათავისუფლებული რუსეთი აუცილებლად შეეცდება საბოტაჟების გაძლიერებას ევროპის წინააღმდეგ. ეს საბოტაჟები შეიძლება იყოს როგორც თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე ისე პოლიტიკური პარტიებისა და თუ ჯგუფების დაფინანსება და შიდა ქაოსის გამოწვევა ევროკავშირის შიგნით. რუსეთი შეეცდება ბელარუსის ანექსია მოახდინოს. არა ომით, არამედ ულტიმატუმით ლუკაშენკასა და მისი მთავრობის მიმართებით. რუსეთი შეეცდება საკუთარი მთავრობა დასვას სომხეთში. იმავეს იზამს მოლდოვაშიც. არის სიტუაცია ბულგარეთსა და რუმინეთში და გააძლიეროს პრო-რუსული ძალები. წარმატებით თუ არა – გამოჩნდება. ხოლო ყაზახეთში რუსული მოსახლეობის გამოყენება როგორც ყაზახეთზე მაქსიმალური პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, ჩვეულ ამბად გადაიქცევა. ამას გარდა რუსეთი ყაზახეთს ჩრდილოეთის ტერიტორიებსაც ედავება. ამაზე მედვედევი ჯერ კიდევ 2022 წელს წერდა. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან უშუალო აგრესიაც არაა გამორიცხული. რუსეთის მიერ უმცირესობების გამოყენება, წაქეზებული დემონსტრაციები და კრიზისი ლატვიასა და ესტონეთში – რიგასა და ნარვაში – სულაც არაა გამორიცხული. ისედაც ჰყავს კრემლს თავისი მომხრეები იქ, პუტინს რომ ეხვეწებოდნენ შემოდი ტანკებით ბალტიისპირეთშიო. გამარჯვების შემთხვევაში არც ეს კრიზისი იქნება გამორიცხული. ზოგადად რუსეთი შეეცდება იჩქაროს და უკრაინაში ომის დასრულების შედეგად მიღებული დაბნეულობით ისარგებლოს. რუსეთი ბალკანეთს დიდ სიურპრიზს უმზადებს. ბოსნიაში სერბულ და ბოსნიურ ნაწილებს შორის ომის განახლება საკმაოდ რეალისტური ამბავი იქნება. სერბული ნაწილი ისედაც მილიტარიზებული და უკიდურესად პრო-რუსულია. უშუალოდ სერბეთში კი კოსოვოს კრიზისის დაძვრაც არ იქნება რთული. 5. უკრაინა – ამ ომში ს ვერ აღებით უკრაინა, როგორც სახელმწიფო უკვე გადარჩა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა თავის უპირველესი ამოცანა სრულად ვერ შეასრულა, მაგრამ რუსეთი მაინც შეეძლება მის სხვაგვარად ან დროში გაწელილად მიღწევას. უკრაინას სჭირდება გარანტიები, რომელსაც აშშ არ იძლევა, ევროპას ჯერ არ აქვს ამის საშუალება. თუმცა უკრაინა გარანტიების გარეშე ნიშნავს, რომ – 1. რუსეთი შეეცდება ომისშემდგომ უკრაინაში შიდა არეულობის გამოწვევასა და თავის სასარგებლო მთავრობის დასმას; 2. ხელახალ მზადებას ახალი ომის/ულტიმატუმისათვის. ახლა უკვე გაუმჯობესებული პოზიციებით. ამიტომ უკრაინას რთული გზის გავლა მოუწევს – ან უნდა იპოვოს ევროპაში ძლიერი სამხედრო-ეკონომიკური მხარდამჭერი ან სულაც ბირთვულ პროგრამაზე დაიწყოს მუშაობა.
6. ევროპა – ევროპა დიდი ხანია დგას იმ რეალობის წინაშე რომ ის და მისი წევრები ან უნდა მილიტარიზდნენ და დამოუკიდებლად შეძლონ სამხედრო-პოლიტიკური ღერძის წარმოშობა ან იქცნენ უმნიშვნელო ძალად აშშ-ს ქოლგის ქვეშ. ევროპის ან მისი წევრი სახელმწიფოების მილიტარიზაცია თუკი აშშ-ს წინათ დიდად არ სურდა ახლა ამის მომხრეა. ამის ფაქტობრივი მტკიცებულება ისიცაა რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა უკრაინის საკითხზე პასუხისმგებლობის აღება სწორედ ევროპას გადააბარა. ამასთან, ტრამპი ღიად მოუწოდებს ევროპულ სახელმწიფოებს გაზარდონ თავიანთი დაფინანსება. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ აშშ ნაკლებად ინტერესდება ევროპული სამხედრო-პოლიტიკური თეატრით და სხვა კონტინენტებსა და თუ აუზებზეა გადასული. გაძლიერებული ევროპა ჩვენს ინტერესებშიც შედის.