“დიფ სთეითი” გაანადგურებს ევროკავშირს” – ვის მხარდაჭერას აანონსებს ივანიშვილის გუნდი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული უმწვავესი რეზოლუციის შემდეგ, “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს.
ივანიშვილის გუნდი კვლავ შეთქმულების თეორიებს ავითარებს და ირწმუნება, რომ კრიტიკული დოკუმენტი ევროპელმა დეპუტატებმა “დიფ სთეითის” გავლენის შედეგად მიიღეს.
გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ეს გადამწყვეტი ბრძოლაა. ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ „დიფ სთეითი“. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას „დიფ სთეითის“ განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ, დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას. როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს გუშინდელი განცხადება – „ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია“. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია.” – წერია განცხადებაშ.
400 მომხრე 63 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დაამტკიცა.