“შენ ერთხელ თქვი, რომ ყველაზე მეტად მეუღლე გიყვარს და მასთან ყოფნისთვის ბევრ ადამიანს ატკინე გული, ნანობ ამას?” – რას ამბობს ნატალია ქუთათელაძე მეუღლის და ქორწინების შესახებ – Marao
ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი “ჯულიარდში” ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.
მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს.
ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს:
“მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია.
მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.
რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, საოცრად გაკვირვებული და მათდლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს” – თქვა ნატალია ქუთათელაძემ გადაცემაში ‘სთორი”.
ამჯერად ნატალია ქუთათელაძემ მეუღლის შესახებ “რადიო ფორტუნას” რუბრიკაში ისაუბრა. მას დედამ ეკა მამალაძემ გაიხსენა ნატალია სიტყვები, როცა მან თქვა, რომყველაზე მეტად მეუღლე უყვარს და მასთან ყოფნისთვის ბევრ ადამიანს ატკინა გული და ჰკითხა, ახლაც ნანობს ამას თუ არა:
“რა თქმა უნდა. არავის გულის ტკენა არ მიხარია, მით უმეტეს, როცა გამიზნულად არ აკეთებ ამას”, – ამბობს ნატალია.