ვიქტორ ორბანი – არ შეიძლება მოითხოვო ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის უნდა დაიმსახურო – ვიდრე ტრამპი და პუტინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მშვიდობაზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები უსარგებლო განცხადებებს ავრცელებენ

არ შეიძლება მოითხოვო ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის უნდა დაიმსახურო სიძლიერის, კარგი ლიდერობისა და ჭკვიანი დიპლომატიის მეშვეობით, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მ და ევროპამ ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
„ეს განცხადება ბრიუსელის ცუდი ხელმძღვანელობის სამწუხარო დადასტურებაა. სანამ პრეზიდენტი და პრეზიდენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მშვიდობის შესახებ, ევროკავშირის ოფიციალური პირები უსარგებლო განცხადებებს ავრცელებენ. ბრიუსელის პოზიცია – მხარი დაუჭიროს მკვლელობას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება – მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელია“, -წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, -სა და ს პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და ევროკომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინა და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ“. „მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე ვიღებთ ვალდებულებას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიარებთ მიზანს, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.