„ ევროპა უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლია საკუთარი თავის უკეთ დაცვა, ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

„ ევროპა უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლია საკუთარი თავის უკეთ დაცვა, ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი
ევროპა უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლია საკუთარი თავის უკეთ დაცვა, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, რუსეთმა მკვეთრად გაზარდა იარაღის წარმოება, რათა შეძლოს უკრაინაში ომის შენარჩუნება და ამის პარალელურად, ემუქრება ბალტიის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას.
„ჩვენ, ევროპელები უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს პისტორიუსი.
ამასთან, როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ვერ შეთანხმდება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე ევროპას მოუწევს ამის კომპენსირება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა