შალვა პაპუაშვილი – 2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე – საქმე რომ ცუდად წასულიყო? – საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!

2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე – საქმე რომ ცუდად წასულიყო? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს და აზიარებს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა“ და რომ „ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა მათ სთვის ორმხრივი სანქციები და საზღვრების ჩაკეტვა მოსთხოვა.
„2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე – დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა.
და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი?
საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!“ – წერს პაპუაშვილი.