ვიკა ბუკია: სოფო გელოვანი ბავშვობიდანვე მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს ერთი კონკრეტული ვიდეო, რომელმაც ეს სიყვარული კიდევ უფრო გააღრმავა (ვიდეო)

“მე Sophie Gelovani ბავშვობიდანვე მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს ერთი კონკრეტული ვიდეო, რომელმაც ეს სიყვარული კიდევ უფრო გააღრმავა. სოფომ პანდემიის დროს დადო იუნკერების სიმღერა, რომელიც ბედნიერი დილის განწყობას გადმოსცემს. იმ დილისა, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს სიმღერა იმ დროის პრესაშიც შემორჩა. აი, რას წერდნენ გაზეთში: “ზეიმია, ულევი ზეიმი, ბინდით მობინდული ქვეყანა გახალისდა, გულჭრელა ჩიტუნებია აჭიკჭიკდნენ. ბედნიერ ახალგაზრდობას წრე შეუკრავს: “
სალამი ჩუტუნებო,
სიმნო სიხარულისა,
გულჭრელო ყვავილებო,
კეკლუც გაზაფხულისა!”
მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე იუნკერები, ვინც ამ სიმღერას მღეროდნენ, ამ მოვლენებიდან სამ წელიწადში საბჭოთა ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპებიან. ამიტომაც შეუძლებელია ცრემლების გარეშე უსმინო ამ მელოდიას.
გასაბჭოებულ საქართველოში დიდი ხნით აიკრძალება იუნკერების სიმღერაც, პოპულარობასაც დაკარგავს. მე პირველად სწორედ სოფოსგან მოვისმინე ეს სიმღერა. პანდემიის დროს, მისეული ინტერპრეტაციით. გავაზიარე და ჩემმა მეგობარმა ძველი პრესიდან ზუსტად ის სტატია ჩამიგდო, სადაც ამ
სიმღერის სტრიქონია და 26 მაისის ზეიმი აღწერილი. მაშინვე სოფოს გავუზიარე. აღტაცებას ვერ მალავდა:)
მოუსმინეთ, დააკვირდით, როგორ მღერის. როგორ უყვარს მისი ქვეყანა, მისი ხალხი, მისი ისტორია – ყველაფერი იგრძნობა. წარმოიდგინეთ სწორედ ამ ადამიანს, ვინც ასე უმღერის საქართველოს, “ღორის ტილს” უწოდებს ერთი უსამშობლო არაკაცი,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: დონალდ ტრამპმა ეს ეპოქა დაასრულა და ახლა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ აქამდე გასაიდუმლოებელ პროცესებს სრულიად გამჭვირვალედ, პირდაპირ დავაკვირდეთ და არა პოსტ-ფაქტუმ, მემუარებში

შალვა პაპუაშვილი – როდესაც პარტნიორი ქვეყნების ელჩები უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ერთადერთი გზა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა, „მეორე მდივანს“, დანახვისთანავე ვცნობთ – ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები