le10sport წერს, რომ “პარი სენ ჟერმენი” “ლივერპულიდან” მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მუშაობს. ფრანგული გრანდი ეგვიპტელის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
მოგეხსენებათ, 32 წლის ვარსკვლავს ამ ზაფხულს “მერსისაიდელებთან” კონტრაქტი ეწურება და ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
TeamTALK-ის ცნობით, “ლივერპულმა” სალაჰთან ახალ კონტრაქტზე საუბარი დაიწყო, თუმცა ყველა სცენარისთვის არის მზად და თუ ეგვიპტელი წავა, შეტევითი ხაზის გაძლიერებისთვის 150 მილიონი ევრო უკვე გამოყო.
სალაჰის სახელს კვარაცხელიას პსჟ-ის გარდა საუდის არაბეთის კლუბებსაც უკავშირებენ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/8af684bd50d6fe246baa5fc143cc9aac-yOEyyV-300x200.jpeg)