ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება

ნატო-ს ამოცანაა დააყენოს რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უკრაინის ომთან დაკავშირებით ს კომენტარებს გამოეხმაურა.
“უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი მოლაპარაკება არ შეიძლება“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გაკეთდება ახალი განცხადებები ნატო-ს მეშვეობით უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.
„ჩვენ გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტისა და აგრესიის დაბრუნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საფრთხედ უკრაინის მიღმაც რჩება“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ.