ბეკჰემმა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, მის სახელს ფარდების და საყოფაცხოვრებო საქონლის გასაყიდად გამოიყენებენ – The Telegraph

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბეკჰემმა, თავისი სავაჭრო ბრენდი David Beckham რუსეთში დაარეგისტრირა.
სავაჭრო ნიშან David Beckham-ის გამოყენებით, რუსეთში სპორტული, ახალშობილებისთვის განკუთვნილი, საყოფაცხოვრებო საქონელი გაიყიდება, მათ შორის ფარდები, ახალშობილის საფენები, ხელსახოცები, ცხვირსახოცები, კოღოს საწინააღმდეგო ბადეები, ტომრები, თეთრეული, სამზარეულოს პირსახოცები და მრავალი სხვა.
ყოფილმა ნახევარმცველმა სავაჭრო სახელის დასარეგისტრირებლად ს საპატენტო ორგანიზაცია Роспатент-ში განაცხადი 2024 წლის 21 ივნისს შეიტანა, ხოლო დადებითი პასუხი მიმდინარე წლის 7 თებერვალს მიიღო.