დონალდ ტრამპი – გრძელი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა ვლადიმერ პუტინთან – ახლავე დავურეკავ ზელენსკის, რათა საუბრის შესახებ შევატყობინოთ

გრძელი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ახლავე პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ. ამის შესახებ -ის პრეზიდენტი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“გრძელი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. განვიხილეთ , ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის ძალა, და რამდენიმე სხვა საგანი…
შევთანხმდით ერთად მუშაობაზე, ძალიან ახლოს, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებზე. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები, დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ზარით, რათა საუბარის შესახებ შევატყობინოთ, რასაც ახლავე გავაკეთებ.
მივმართე სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, CIA-ის დირექტორს ჯონ რეტკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკლ უილცსა და ელჩსა და სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უილტკოფს, რომ გაუძღვენ მოლაპარაკებებს, რომლებიც, ძალიან მჯერა, რომ წარმატებული იქნება,” – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, პუტინთან ზარის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა წარმომადგენელმა გამოცემა Financial Times-ს დაუდასტურა, რომ ტრამპი ახლა ზელენსკის ესაუბრება.