კახი სამხარაძე – სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, დავსხდეთ, ვისაუბროთ პრობლემაზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, დავსხდეთ, ვისაუბროთ პრობლემაზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას, – ამის შესახებ კახი სამხარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიერ დაარსდა პროფესიული გაერთიანება, რომლის რეგისტრაციისთვისაც ტექნიკურად პრობლემებს უქმნიან, თუმცა პროფესიული კავშირი ამის მიუხედავად მუშაობს.
“დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ერთად დავსხდეთ, ვისაუბროთ პრობლემაზე, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან ისინი, ვინც ევროინტეგრაციის პროცესს განუხრელი მხარდაჭერა გამოუცხადეს. დღეს ჩვენ მივედით იმ კონდიციამდე, რომ ერთად კონსოლიდირება გვიწევს. ჩვენ გადავწყვიტეთ იურიდიული ფორმით ჩამოგვეყალიბებინა პროფესიული გაერთიანება, პროფესიული კავშირი. მართალია რეგისტრაციისთვის ტექნიკურად პრობლემებს გვიქმნიან, მიუხედავად ამისა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ”,- განაცხადა სამხარაძემ.
კითხვაზე, ს ადმინისტრაციაში მუშაობს თუ არა, სამხარაძე ასე პასუხობს:
“მე გეტყვით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ სამსახურში ვმუშაობ, სადაც არის თანამდებობაზე”.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეები 15 თებერვალს, 16:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-მსვლელობას გამართავენ.
“ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, რომ საჯარო მოხელეებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია ის, რაც ჩვენ გვიკეთებია ჩვენ სამსახურებში. უამრავი თანამშრომელი იუსტიციის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან, სამინისტროებიდან ყველა ერთად ვშრომობდით იმიტომ, რომ ევროინტეგრაციისთვის დღის წესრიგი შეგვექმნა. დღეს ამას საფრთხეს უქმნიან პარტიული ჯგუფები. არ დავკონკრეტდები, მიხვდებით რომელ პარტიულ ჯგუფებზე ვსაუბრობ. მინდა საჯარო მოხელეებს მოგიწოდოთ, 15 თებერვალს, 16:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობა გვაქვს. პროტესტს გამოვხატავთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიულმა ჯგუფმა ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია, არამედ იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებს უშუალოდ ეხება”, – განაცხადა სამხარაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს მეხუთე პრეზიდენტი, შეხვდა: ეკონომისტებსა და ფინანსისტებს, აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებს და საჯარო მოხელეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, რაც შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, საქართველო კი რუსული და ირანული ფულის „სარეცხის მანქანა“ გახდა, „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის

აზერბაიჯანის პრემიერი – აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას – ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან

შალვა პაპუაშვილი – ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს – ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა