“ის დღეს ჭირისუფალია” – კალაძემ შევჩენკოს უპასუხა

უკრაინა სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „არ ურთიერთობს კალაძესთან და ის მისთვის არ არსებობს“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს ჭირისუფლად მყოფთან პოლემიკაში შესვლას და განცხადებების კეთებას.
„მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც დღეს ა. უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება. რაც შეეხება შევჩენკოს, ის დღეს არის ჭირისუფალი. როგორც ქართველი კაცი, ქართველი ადამიანი, კატეგორიულად მიუღებელია
პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო. დიდი იმედი მაქვს მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში. ხალხი შეძლებს გაანალიზებას თუ რა მოხდა“, – აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, უკრაინულმა მედიამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატა გაავრცელა იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ს “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა: “მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის აღარ არსებობს”.
წყარო: ინტერპრესნიუსი

გენაცვალე კალა ადამიანობაში! მართალია!. რაცარუნდა აბდა უბდა ილაპარაკოს შევჩენკომ ამ უბედურების ჟამს რაც უკრაინაში ხდება, მაგაზე აყოლა და რაიმე კომენტარი ზედმეტია! მშვიდობა უკრაინას მშვიდობა საქართველოს!
საერთოდ რა შუაშია ჭირისუფალი? კატასტროფაა როცა ადამიანს არ აქვს განათლება და შესაბამისი IQ, რა ჭირისუფალი შე დოყლაპია შენ. კაცი საუკეთესო ძმაკაცი იყო შენი და რუსებში გაცვალე. მის ქვეყანას დაცინოდით ბანერებით და უაზრო პროპაგანდას ეწეოდით. გვერდში დადგომოდი (თუნდაც სიტყვით) და არამგონია შევჩენკოს ესე დაეწყო ლაპარაკი.