ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის გამო „ნაპოლის“ პრობლემა შეექმნა და Areanapoli-ის აზრით, „კვარა“ უკეთეს დამოკიდებულებას იმსახურებდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის აგეტმა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს თავისი კლიენტისთვის სეზონური გასამრჯელოს 4 მილიონ ევრომდე მომატება მოსთხოვა, მაგრამ მან წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ყურადღება არ მიაქცია, რადგან მიაჩნდა, რომ ხანგრძლივვადიანი კონტრაქტიდან გამომდინარე, არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. დონ აურელიომ ვერ გათვალა, რომ საქმე ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც სამართლიანად გრძნობდნენ თავს დაუფასებლად და იგნორირებულად:
„ხანდახან ხელშეკრულებების შესასრულებლად მათი გადახედვაა აუცილებელი. რამეთუ ფეხბურთი
მოედანზე ისტორიის შექმნას მოიცავს და პატივისცემის ღირსია. ყველა სფეროში შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ფული თავის როლს თამაშობს. „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ მცირე თანხა როდი მიიღო – 75 მილიონი. თუმცა, ხვიჩას „პარი სენ ჟერმენში“ მოულოდნელმა გადასვლამ შემადგენლობაში უზარმაზარი უფსკრული შექმნა და გუნდი უეცრად ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდა. ქართველი ტალანტის ტრანსფერი გასული წლის ზაფხულიდან განვითარდა. დღეს ხვიჩა 24 წლის გახდა“.
Zustad aurelios gatvla iyo 60 milioni moigo kvatas tansperit,pirdapir ver ityoda puli mirchevniao(tipozebis pontshi),aidzula kvara wasuliyo,beberi mela!!!tavisi sakme kargad icis…
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/180811cdda17ac13587242d9b1d1e1e3-21j3Du-300x169.jpeg)