მამუკა კომახია – შსს მედავება, რომ დავარღვიე რამდენიმე მუხლი, მათ შორის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ

არცერთ წარდგენილ ბრალში ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ , – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, მამუკა კომახიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
მისი განმარტებით, მას ედავება 2 თებერვალს, “თბილისი მოლთან” გამართულ აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.
კომახიას განმარტებით, საქმეში მის წინააღმდეგ არსებული შსს-მტკიცებულება არ არის გამყარებული ფაქტებით და არ წარმოადგენს რეალურ მტკიცებულებას.
“შსს მედავება, რომ რამდენიმე მუხლის დავარღვიე. მათ შორის პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ლანძღვა-გინება და მსგავსი შინაარსის ბრალდებები. დღეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხდა და ალბათ, საბოლოო დასკვნას გამოიტანენ 4 მარტს. არცერთ წარდგენილ ბრალში ერთი პროცენტითაც კი არ ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ. ეს არ არის ჩემი პირველი აქცია და მარში, რომელშიც ვმონაწილეობ. ისე, როგორც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, ვარ ამ პროტესტის მონაწილე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემ მიმართ წარდგენილ ბრალში იოტისოდენაც არ ვფიქრობ, რომ ვარ დამნაშავე, მიჭირს ამ სიტყვის თქმა”, – განაცხადა მამუკა კომახიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ესეც რეკლამა გამოდის – ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი განახორციელებს