დღეს, 2025 წლის 12 თებერვალს ლეგენდად ქცეულ ქართველ საოპერო მომღერალს, ჰერბერტ ფონ კარაიანის მერ „მეორე შალიაპინად“ სახელდებულ პაატა ბურჭულაძეს 70 წელი შეუსრულდა!
სამწუხაროდ, იმ ოპერის თეატრში, რომლის წინაც მას 2008 წელს ვარსკვლავი დაუგეს, ახლა ფეხიც არ შეადგმევინეს, სცენაც არ მიაქირავეს, რომ იუბილე აღენიშნა. სამაგიეროდ, მისი იუბილე აღინიშნება საერთო-სახალხო მსველობით.
რეზოს ბლოგი ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი საოპერო მომღერლისა და უანგარო ქველმოქმედის, ამ ქვეყნის ერთგული მოქალაქის საიუბილეოდ გთავაზობთ ას ფოტოს, რომელიც მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებსა და ბედნიერ წუთებს ასახავს.