„ლექს-სენი“ – 29 დეკემბერს გზა არ გადამიკეტავს, ზუსტად ვიცი, იმ დღეს რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი – ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას არ ველოდები

გზა არ გადამიკეტავს – იმ დღეს ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი,- ამის შესახებ მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ (“ლექს-სენი”) ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
მომღერალს გასული წლის 29 დეკემბერს, მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინი ენუქიძე იხილავს.
როგორც მომღერალმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მას აქციაზე გზა არ გადაუკეტავს, შესაბამისად სასამართლოსგან ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას არ ელოდება.
„მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში. ცხადია, აქციებზე ოქტომბრის მერე დავდივარ და კიდევ ვივლი. გზა არ გადამიკეტავს, მაგრამ როგორც ვიცი, რაღაც სტანდარტია, “დაზუმული” კადრები და ა.შ. კონკრეტულად იმ დღეს რაც ეხება, ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი, ბორდიურთან.
რაც შეეხება მტკიცებულებას, 25 წელია ამ სფეროში ვარ და კლიპი, ვიდეო, მონტაჟი ჩემზე კარგად არავინ იცის. [მტკიცებულება] არ მინახავს, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, რაც იქნება. მოწმეები ფორმალურად ყველასთან არიან და ბუნებრივია, ჩემთანაც იქნება”, – განაცხადა ლექსო ქავთარაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი