საქართველოს საელჩო ისრაელში ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში საკონსულო სამსახურის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მოგესალმებით ძვირფასო მოქალაქეებო!
შეგახსენებთ, რომ საკონსულო სამსახურის მომსახურების მიღება და საკონსულოში მოსვლა ხდება წინასწარი ჩაწერით,
2024 წლის 18 ნოემბრიდან საკონსულო სამსახური გადავიდა წინასწარი ჩაწერის ახალ სისტემაზე. საკონსულო სამსახურში გამოცხადება ხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთიან ვებპორტალზე – https://geoconsul.gov.ge/register/visit .
აღნიშნულ ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს, აირჩევთ საკონსულო სამსახურში გამოცხადებისთვის თქვენთვის სასურველ დროს და მიიღებთ შესაბამის ინფორმაციას თუ რა საბუთებია წარმოსადგენი კონკრეტული მომსახურების მისაღებად.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 036093206. სატელეფონო კონსულტაციები საკონსულო საკითხებზე წარმოებს ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ხოლო პარასკევს 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე.
წინასწარი რეგისტრაცია არ სჭირდება მხოლოდ სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღებას. ამისათვის დაუკავშირდით საკონსულო სამსახურს ნომერზე 036093206.
გადაუდებელ შემთხვევებში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 0526919092.
გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი