ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ვოლტი ახალ ფუნქციას ამატებს.
ვალენტინობის აღნიშვნა ძვირფასი ადამიანების მიმართ სიყვარულის და დაფასების გამოხატვასთან არის დაკავშირებული. ამ დღესთან დაკავშირებით, ვოლტის მომხმარებელს აქვს საშუალება, საჩუქრად გააგზავნოს თითქმის ყველაფერი ვოლტის პლატფორმიდან, რომელიც მას ფართო არჩევანს სთავაზობს, იქნება ეს რესტორნები, სუპერმარკეტები თუ ადგილობრივი მაღაზიები. საკვების გარდა, პოტენციური შენაძენი შეიძლება იყოს ყვავილები, შოკოლადი და აქსესუარები, როგორც საყვარელი ადამიანებისთვის, ისე – თქვენთვის.
ვოლტის საჩუქრის გაგზავნის ახალი ფუნქცია მომხმარებელს ასევე აძლევს შესაძლებლობას, გამოიყენოს ლამაზი დიზაინის მქონე ციფრული ბარათი და პირადი გზავნილი, რათა საჩუქარი მართლაც განსაკუთრებულად აქციოს. თაიგულის გაგზავნისას, შესაძლოა, ეს იყოს – „შენ ხარ საუკეთესო“; თავის მოვლის ნაკრებით განებივრებისთვის – „მე ამას ვიმსახურებ“; რომანტიკული ვახშმის შემთხვევაში – “გახსოვს, ამას რომ ვუკვეთავდით?” და მრავალი სხვა. არჩევანი ფართოა, ფავორიტი ობიექტებიდან საყვარელ ბრენდებამდე, ასე, რომ ვოლტზე განსაკუთრებული საჩუქარი ყველასთვის მოიძებნება.
ახალი ფუნქცია წარმოადგენს მარტივ გზას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღნიშნოთ განსაკუთრებული მომენტები და მეტი აქცენტი საჩუქრის პერსონალიზაციის მიმართულებაზე გააკეთოთ.
როგორ მუშაობს საჩუქრის გაგზავნა?
