აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს – აზერბაიჯანული მედია

მიმდინარე წლის აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება მიღწეულია და სამგზავრო ტრანსპორტირება შვეიცარიული კომპანია Stadler Rail-ის მატარებლებით განხორციელდება.
აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამოა შეჩერებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”