21 დეკემბერს, ჭავჭავაძის 33 ნომერში გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტორანი და პიცერია ,,პომოდორისიმო’’ დაკეტილია. თუმცა, პიცერიამ ვაკიდან ნახალოვკაში გადაინაცვლა და სავაჭრო ცენტრს ,,ქარვასლას’’ მეორე სართულზე განთავსდა.
,,პომოდორისიმო”-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ მისამართზე დარჩებიან. ამ ეტაპზე, ისინი მომხმარებელს სრულ მენიუს არ სთავაზობენ. წარმოდგენილია მხოლოდ მთავარი კერძები. მათ შორის არის ბურგერები, დესერტები და კრემ-სუპები.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა ,,პომოდორისიმო’’ ამ მისამართზე დარჩება, თუ განიხილება სხვა სივრცის მოძებნა. კითხვაზე გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე არ იციან როგორი იქნება სამომავლო გეგმა ადგილ-მდებარეობასთან დაკავშირებით.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kristalma-saqartvelos-erovnuli-bankisgan-mikrobankis-litsenzia-miigho_w_h-CnBHrQ-300x169.jpeg)