ჩვენ გვესმის სანქციების სიმბოლური ბუნება, მაგრამ ის მოქმედებს როგორც ზეწოლა სხვებზე, რომ იგივე გააკეთონ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნები, სადაც ძალაუფლება ლოკალიზებულია ერთ ადამიანში, ერთ ჯგუფში, ძირითადად ხდებიან კუნძული, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, რუსეთზე არიან დამოკიდებულები.
„ლიეტუვის მიერ დაწესებული სანქციები, ინდივიდუალური პირების წინააღმდეგაა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პასპორტი ექნებათ, ისინი ლიეტუვაში ვერ შემოვლენ. ალბათ, იკითხავთ, რამდენად ხშირად გადაწყვეტს ივანიშვილი ვილნიუსში წასვლას, დიდი ალბათობით, არც ისე ხშირად. ეს მისთვის დიდი დანაკარგი არ არის. ჩვენ გვესმის მისი სიმბოლური ბუნება, მაგრამ ის მოქმედებს როგორც ზეწოლა სხვებზე, რომ იგივე გააკეთონ. ეს ნელი პროცესია, მაგრამ მიდის. თქვენმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ კუთხით უდიდესი სამუშაო გააკეთა.
მათ [რუსეთს[ უნდათ საქართველოს „ბელარუსიზაცია“, რომ მას ერთი ადამიანი მართავდეს და ამ შემთხვევაში, ლუკაშენკოს ნაცვლად ჩვენ გვყავს ივანიშვილი. მაგრამ თუ მეთოდები იგივეა, მაშინ დიდი განსხვავება არ არის. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ეს არის ქვეყნის „სტალინიზაცია“, სადაც სამოქალაქო უფლებები იშლება. ქვეყნები, სადაც ძალაუფლება ლოკალიზებულია ერთ ადამიანში, ერთ ჯგუფში, ძირითადად ხდებიან კუნძული, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, რუსეთზე არიან დამოკიდებულები“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ipn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kristalma-saqartvelos-erovnuli-bankisgan-mikrobankis-litsenzia-miigho_w_h-CnBHrQ-300x169.jpeg)