„FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში, ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში, ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საერთაშორისო გამოფენის „FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში, ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტ ქეისი კრინქუისტთან და ვიცე-პრეზიდენტ კევინ ჰამილტონთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და მოცვის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ინფორმაციის გაცვლას დარგში არსებული სიახლეების, მათ შორის, წარმოების პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 6 მოცვის მწარმოებელია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.