დანიური კომპანია „მაერსკი“ წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს შეაჩერებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო გადაზიდვები აფრიკის შემოვლით განხორციელდება.
„მაერსკის“ გადაწყვეტილება იემენიდან გემებზე თავდასხმების გახშირებას უკავშირდება. იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელისკენ მიემართება.
წითელი ზღვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი მსოფლიოში საწვავის და ტვირთების გადაზიდვისთვის.
