ევროინტეგრაციის კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა – რა წერია მასში

სადავო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის სხდომა დღეს, 12 თებერვალს გაიმართა. “ქართული ოცნების” პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობოები, ასევე კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა თქვა, რომ სამოქმედო გეგმას ექნება რამდენიმე სტრატეგიული მიზანი. მათ შორის:
· ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულება;
· ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა;
· ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
· „საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ“ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება;
· ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს