„ვიქტორ ორბანი ყოველთვის ერთსა და იმავე როლს ასრულებს, ევროკავშირის დამრღვევის, ძირითადად, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ“ – გაბრიელიუს ლანდსბერგისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე უნგრეთისთვის ხმის უფლება შეზღუდვაზე ევროპარლამენტში დისკუსია მიმდინარეობს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ევროპული ხელშეკრულების მე-7 მუხლი წევრი ქვეყნისთვის ხმის უფლების შეზღუდვის საშუალებას იძლევა.
„ვიქტორ ორბანი ყოველთვის ერთსა და იმავე როლს ასრულებს, ევროკავშირის დამრღვევის, ძირითადად, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ. გასაკვირი არ არის, რომ ის „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და ის პირველი იყო, ვინც თბილისში ჩავიდა [არჩევნების შემდეგ]. ეს დიდი სიურპრიზი არ არის. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროპას, არის ევროპული ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოს, ამოიღოს [წევრი ქვეყნის] ხმის უფლება. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესის დაწყებას.
მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს გამო. ევროპამ უნდა აჩვენოს ლიდერობა. ამ საკითხზე ევროპარლამენტში დისკუსია ნამდვილად მიმდინარეობს“,- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kristalma-saqartvelos-erovnuli-bankisgan-mikrobankis-litsenzia-miigho_w_h-CnBHrQ-300x169.jpeg)