საერთაშორისო გამოფენის „FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კენკრის მწარმოებელი კომპანიის „Wonderland Farmers“ წარმადგენლებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და მოცვის მწარმებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და მეწარმეებს მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე, როგორც ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ქართული მოცვის წარმოებისა და ექსპორტის მზარდი დინამიკა“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა.
საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის შოთა ცუკოშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობა იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა შემსყიდველებთან, სადაც 2025 წლის მოსავლის რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 6 მოცვის მწარმოებელია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kristalma-saqartvelos-erovnuli-bankisgan-mikrobankis-litsenzia-miigho_w_h-CnBHrQ-300x169.jpeg)