კახა კალაძე – კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები გაგიჟებული არიან, რადგან მათ საქართველოში მარცხი განიცადეს, მოსახლეობამ ევროპულ ბიუროკრატიას უთხრა „არა“ – სანქციების არავის ეშინია

სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, სანქციების არავის ეშინია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას და ინფორმაციას, რომ რეზოლუცია გარკვეული პირების სანქცირებას შეეხება.
კალაძის შეფასებით, დასავლეთში კონკრეტული ბიუროკრატები გაგიჟებულები არიან, რომ მათ საქართველოში მარცხი განიცადეს.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს და მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, სანქციების არავის ეშინია. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის კონკრეტული კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები (ყველაზე საუბარი არ მაქვს), უბრალოდ გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი. ისინი დამარცხდნენ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ კორუმპირებულ ევროპულ ბიუროკრატიას უთხრა – „არა“ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ასევე მხარი დაუჭირა იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება, არ შეუერთდეს სანქციებს, ქვეყანაში არ გაჩაღდეს მეორე ფრონტი და ის კატასტროფული მდგომარეობა არ მივიღოთ, რაც დღეს შია“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად