სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ, გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის გიგი უგულავა სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე გამომძიებელზე: მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, მოსამართლისადმი თხოვნაა, შეასწორებინოთ – ეს ფამილიარული საუბარი არის გამაღიზიანებელი