კალაძე: რა პასუხს ელოდებით ჩემგან? … ანდრეი შევჩენკო დღეს არის ჭირისუფალი

„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება.
რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, თუ რა მოხდა“, – განაცხადა მ.
⭕ გუშინ, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეი შევჩენკომ თქვა: „მე არ ვეკონტაქტები კალაძეს, ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. ჩემთვის კალაძე არ არსებობს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა