მათე დევიძე ციხიდან პასუხობს დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს: საცოდაობა თავისუფლებისთვის გისოსებში ყოფნა კი არა, დიქტატორის მონობაა..

„საცოდაობა თავისუფლებისთვის გისოსებში ყოფნა კი არა, დიქტატორის მონობაა…” – 21 წლის მათე დევიძე ციხიდან პასუხობს დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს, ბიძინა ჟამერაშვილს. წერილს ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
⭕ მათე დევიძის საქმეზე ბიძინა ჟამერაშვილმა 7 თებერვალს სასამართლოს ჩვენება მისცა და მოყვა, როგორ დაარტყა დევიძემ ჯოხი და სად იგრძნო ტკივილი. მისი თქმით, მხრისა და ბეჭის არეში ჰქონდა სიწითლე და ჩალურჯება.
⭕ „პირადად რომ ვნახე, უბრალოდ ვკითხე, რატომ დამარტყი, უბრალოდ კითხვა მაქვს-მეთქი და შემეშინდაო. ვუთხარი, რომ არანაირი შემხებლობაში თქვენთან არ ვიყავით-მეთქი”, – განაცხადა ბიძინა ჟამერაშვილმა.
⭕ ჟამერაშვილმა ასევე თქვა „გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდა ბიჭია და ეგეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა და გულწრფელად, ადამიანურად მეცოდება, რომ ამდენი წელი ციხეში უნდა იყოს“.
⭕ მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის ჯოხის ჩარტყმას ედავებიან, რის გამოც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა