2024 წელს საქართველომ საწვავის 54% რუსეთში იყიდა – იმპორტის მაჩვენებლები

2024 წელს, საქართველომ 1 668 280 ათასი ლიტრი 2 მლრდ 781 მლნ ლარის ღირებულების ბენზინი და დიზელი იყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8.2%-ით აღემატება. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა ს ფედერაციიდან – 54%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი – 16.7% და რუმინეთი – 14.7%. 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.
რაც შეეხება საცალო ფასების ტენდენციას, სააგენტოს თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, ამავე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაზრდილი იყო, შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც. ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, ამავე წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის პარალელურად, საცალო ფასების შემცირება მოხდა 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, რაც სააგენტოს პოზიციით, შესაძლებელია განხილული იყოს, როგორც დაგვიანებული ასახვა.