საქართველო დღევანდელი კურსით ევროკავშირს არ შეუერთდება – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, საქართველო დღევანდელი კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.
ამის შესახებ მან ს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალადობას გააგრძელებს, მაშინ სანქციები უფრო გამკაცრდება და მათ შორის, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლაც გაუქმდეს.
„სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოებაც შეიძლება შემოტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას უფრო და უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას. ნათელია, რომ საქართველო დღევანდელი კურსით ევროკავშირს არ შეუერთდება და რომ საქართველოში დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ დემოკრატიული ლეგიტიმაცია.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი და ნდობის აღდგენის გზა ახალი ს ჩატარებაა. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობას, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ამავე გამოსვლაში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაქო სომხეთი და აღნიშნა, რომ ესტონეთი ძალიან აფასებს იქ გატარებულ რეფორმებს, ასევე სახელმწიფოს მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების რაც შეიძლება მალე დადება“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. მისი მტკიცებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის არცერთი ობიექტური საფუძველი არ არსებობს და ამიტომ, მარგუს ცაჰკნას ურჩევს, რომ სპეკულირებას თავი დაანებოს.
„მისი ყველა განცხადება, რომელიც, შეიძლება, „გულწრფელობით“ იყოს ნაკარნახევი, არასერიოზულია. ჩვენ ვიცით, მისი შიდა მხარდაჭერა რა არის, ამიტომ ვურჩევ, რომ საკუთარ მოსახლეობაზე უფრო მეტად იზრუნოს, ვიდრე საქართველოს მოსახლეობას ვითომ ქვეყნის მეგობრის სახელით რომ მიმართავს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ევროკომისიის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ არცერთი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს თაობაზე ეს საკითხი კითხვის ქვეშ დადგეს.
როგორც წესი, ეს ადამიანი სათავეში უდგას ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას ევროკავშირის ინსტიტუტებს ამოფარებული. მას ვურჩევდი, რომ ამ საკითხის სპეკულირებას თავი დაანებოს, რადგან ვიზალიბერალიზაცია არ ეკუთვნის არც რომელიმე მთავრობას და არც რომელიმე პოლიტიკოსს, ეს საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის. როცა ვინმე ამ საკითხზე კითხვას სვამს, ის პირდაპირ იერიშზე გადის საქართველოს მოსახლეობასთან და მის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მახაშვილმა, რომლის სიტყვებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.