გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მე მხარს ვუჭერ უნგრეთისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის პროცესის დაწყებას – ამ საკითხზე ევროპარლამენტში დისკუსია მიმდინარეობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე უნგრეთისთვის ხმის უფლება შეზღუდვაზე ევროპარლამენტში დისკუსია მიმდინარეობს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ევროპული ხელშეკრულების მე-7 მუხლი წევრი ქვეყნისთვის ხმის უფლების შეზღუდვის საშუალებას იძლევა.
ყოველთვის ერთსა და იმავე როლს ასრულებს, ევროკავშირის დამრღვევის, ძირითადად, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ. გასაკვირი არ არის, რომ ის „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს და ის პირველი იყო, ვინც თბილისში ჩავიდა [არჩევნების შემდეგ]. ეს დიდი სიურპრიზი არ არის. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროპას, არის ევროპული ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოს, ამოიღოს [წევრი ქვეყნის] ხმის უფლება. მე მხარს ვუჭერ ამ პროცესის დაწყებას.
მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს გამო. ევროპამ უნდა აჩვენოს ლიდერობა. ამ საკითხზე ევროპარლამენტში დისკუსია ნამდვილად მიმდინარეობს“,- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან