დონალდ ტრამპი – სახაზინო მდივანს უკრაინაში ვაგზავნი ზელენსკისთან შესახვედრად, ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება – როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია

სახაზინო მდივანს უკრაინაში ვაგზავნი ზელენსკისთან შესახვედრად, ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია.
“სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს უკრაინაში ვაგზავნი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდეს. ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება – ზედმეტად ბევრი სიკვდილი და განადგურებაა. შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა გლობალურად, მცირე შედეგებით. როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს