თბილისში მშენებლობის ნებართვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 24.57 მლნ ლარს გადააჭარბა

2024 წელს თბილისში მშენებლობის ნებართვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 24 570 020 ლარი შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს 12 080 მშენებლობის ნებართვა გაიცა, საიდანაც უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 5 648 ნებართვა თბილისზე მოდიოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქში ნებართვების უდიდესი ნაწილი საცხოვრებელ შენობებზე გაიცა და 4 536 შეადგინა. დანარჩენი ნებართვების გადანაწილება მშენებლობის ტიპების მიხედვით ასეთი იყო:
· სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები – 2;
· სამრეწველო და სასაწყობე შენობა – 299;
· ჯანმრთელობის დაცვის ობიექტები – 27;
· კულტურის დაწესებულებები – 4;
· აფთიაქი – 2;
· სკოლამდელი დაწესებულება – 4;
· სასწავლო დაწესებულება – 44;
· სასტუმროები – 71;
· სპორტული ნაგებობები და მოედნები – 24
· ავტოსადგომი – 19;
· კაფე, ბარი, რესტორანი – 38;
· ავტოგასამართი სადგური – 7;
· სავაჭრო ობიექტი – 156;
ადმინისტრაციული შენობა – 81 (დანარჩენი ნებართვები კი სხვა ტიპის შენობებზე მოდიოდა).
ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”