ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის შემთხვევაში ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას მოახერხებს, ის რუსეთს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, იმ ტერიტორიების გადაცემით, რომელსაც უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში ექვსი თვის წინ დაწყებული შეტევის შედეგად იკავებს.
“ერთ ტერიტორიას მეორეზე გავცვლით”, – განაცხადა ზელენსკიმ, მაგრამ აღნიშნა, რომ მან არ იცის სანაცვლოდ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რომელ ტერიტორიას მოითხოვს.
“არ ვიცი, ვნახავთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არ არსებობს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს