ამერიკის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

რუსული მედიის მიერ 11 თებერვალს გავრცელებული ცნობით, ლინ ტრეისი – ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მოსკოვში, ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შეხვდა და მასთან მოლაპარაკება გამართა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რიას” ინფორმაციით, საუბარი უცხოეთის ქვეყნებში რუსეთის დიპლომატიური ინსტიტუტების ფუნქციონირებას შეეხებოდა. “რიამ” პუბლიკაციის წყაროდ დაასახელა, რუსეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი.
ერთი დღით ადრე, რიაბკოვმა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში მთავარ საკონტაქტო პირად ითვლება, პრესკონფერენცია გამართა. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს.
დღესვე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას ახალი არაფერი აქვს სათქმელი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, თითქოს რუსეთში სტივ უიტკოფი ჩავიდა. უიტკოფი შეერთებული შტატების საგანგებო დესპანია ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო მაღრაძე იტალიურ გამოცემას: ზემოაღნიშნული ფონის და ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გათვალისწინებით საქართველოს იმავე ტემპერატურის დაპირისპირება მოსთხოვო რუსეთთან, როგორც გერმანიასა ან საფრანგეთს, ვფიქრობ, არც ლოგიკურია და არც სამართლიანი

„თბილისი ენერჯი“ – საბურთალო-ნუცუბიძეზე 76 700 აბონენტს გაზი უკვე მიეწოდება, სამუშაოები გრძელდება – რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები მეპატრონეებმა ღია დატოვეს