ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის მთავარ გზავნილს, რომ არსებობს იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ, დიდი საფრთხე შეექმნა – ამერიკა-ევროკავშირმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ საკუთარი ინტერესები

რადიკალური ოპოზიციის მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ, ბუნებრივია, ისინი თავს პასუხის გაცემას ასეთ უხერხულ კითხვებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება წარიმართება რადიკალური ოპოზიციისთვის არასახარბიელოდ.
„ადრე, გახსოვთ, როგორ წარმოაჩენდნენ ისინი დასავლეთს, როგორც ასეთს, წარმოაჩენდნენ რაღაც იდეალურ მოვლენად, სადაც არაფერი ნეგატიური არ შეიძლება მოხდეს. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. შესაბამისად, მათ მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ, ბუნებრივია, ისინი თავს პასუხის გაცემას ასეთ უხერხულ კითხვებზე. რა თქმა უნდა, არსებობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, არის იქ პოლიტიკური ინტერესები. ზოგადად, გლობალური პოლიტიკა არის ისეთივე რთული და მძიმე საქმე, როგორიც არის ლოკალური ქართული პოლიტიკა, იქ არის უამრავი სხვადასხვა ინტერესი. ამერიკა-ევროკავშირმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ საკუთარი ინტერესები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი წარიმართება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ მთავარი “მესიჯი” ჩამოეშალათ, დანარჩენს შევხედოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მ აღნიშნა, რომ ოპოზიცია „ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკას” აგრძელებს.
„ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რასაც აწარმოებს ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში. ისინი აჩვენებენ საკუთარ სახეს, ქვეყნის დასჯა, ქვეყნის უკუსვლა – ეს არის მათი მიზანი და ინტერესი, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში ხედავთ, რომ ვერაფრით დასაჯეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო. სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას ყველა მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცხოვროს იმაზე უკეთესად, ვიდრე გვაქვს დღევანდელი მდგომარეობა. ეკონომიკა იზრდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ჯერ კიდევ ვერ ვიქნებით კმაყოფილი. ჩვენ გვინდა, დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, ამისათვის გვჭირდება შეუქცევადი და შეუფერხებელი განვითარება. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნან ჩვენს ქვეყანას განვითარების გზაზე, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.