ირაკლი კობახიძე – იმედი მინდა ვიქონიო, 25%-იანი ტარიფების ფონზე ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე

დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის, ამ 25%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლებად ვიხილავთ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, ქართულ სახელმწიფოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპელმა ბიუროკრატებმა „არ უნდა შეუშალონ ხელი“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას.
„ეს არის -ის და ევროკავშირის საქმე. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ და ჩვენი მისია ვერ იქნება ამ ურთიერთობებში ჩარევა. იმედია, რომ აშშ და ევროკავშირი ერთმანეთში გაერკვევიან. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა – ევროკავშირი მოკლებული იყო არსებითად სუვერენიტეტს, მთელი ამ წლების, განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში და ვფიქრობ, ამის გაგრძელებაა ის პროცესები, რაც უკავშირდება ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებს და ამ ყველაფრის გამოხატულება იყო ის უსამართლო განცხადებებიც, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით საქართველოს მიმართ. იქ, სადაც სუვერენიტეტი არ აქვს სათანადოდ ევროკავშირს უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ბევრია როგორც რეგრესული მოვლენა, ასევე უსამართლობა. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის, ამ 25%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, და ნაკლებად ვიხილავთ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ევროპელმა ბიუროკრატებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.