მედიამენეჯერებთან, ზეწოლის პირობებში, ქართული მედიის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ – სალომე ზურაბიშვილი

მედიამენეჯერებთან, ზეწოლის პირობებში, ქართული მედიის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მედიამენეჯერებთან შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ზეწოლის პირობებში ქართული მედიის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ. მზია ამაღლობელი რეგიონულ მედიაზე მზარდი რეპრესიების ფონზე პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა. მათ გზავნილებს მიუნხენში წავიღებ და ამ ბრძოლას გავაგრძელებ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ipn.ge